COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

უკვე მე-12 დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად კორონავირუსის ასი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 116 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 917 ადამიანი დაიღუპა.

რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიაშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 1 738  ადამიანს დაუდასტურდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა მექსიკაშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 5 960 ადამიანს გამოუვლინდა. რთული მდგომარეობაა ირანშიც, სადაც  ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ზომები მკაცრდება. ქვეყნის დედაქალაქი თეირანი და კიდევ 100 ქალაქი წითელ ზონად გამოცხადდა.