COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

მძიმე ეპიდვითარებაა ევროპაშიც, სადაც კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები ქვეყნის მთავრობებს საგანგებო ზომების მიღებას აიძულებს. მათ შორისაა დანია, სადაც 760 000 ახალი ინფიცირებულია გამოვლენილი. საგანგაშო მაჩვენებლებია საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში. სამედიცინო ექსპერტების ვარაუდით, ქვეყნების უმეტეს ნაწილში კოვიდ-19-ის რეალური სტატისტიკა ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მეტია, რადგან არასაკმარისი ტესტირება და უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევები ეპიდაფეთქების სრული მასშტაბების დადგენას აფერხებს.