COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს დონალდ ტრამპი, რომელიც უახლოეს დღეებში სიურპრიზს აანონსებს.

ამერიკაში სხვადასხვა ვაქცინასა და მედიკამენტზე კვლევებს 10-მდე კომპანია ატარებს და როგორც ირკვევა, პროცესში სერიოზული პროგრესია. სწორედ აშშ-ია მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული. სურათი მძიმეა ბრაზილიასა და რუსეთშიც, სადაც ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის დაწევა ვერ ხერხდება.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სულ უფრო უარესდება მეზობელ სომხეთში. ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი ზეწოლას ვეღარ უძლებს.