COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 850,000-ს უახლოვდება. ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა რიცხვით, ისევ აშშ ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი უკვე 6 მილიონს უტოლდება.  ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 80,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.