COVID-19 - ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტში

დღის ბოლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ „პისიარ“ ტესტირებით, კოვიდ 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

15-ვე ბოლნისის რაიონიდანაა. ქვემო ქართლში, ბოლო დღეების დამაიმედებელი ტენდენციის მიუხედავად, ბოლნისი კვლავ მაღალი რისკის ზონა ხდება. სწორედ ამიტომ, მარნეულისგან გასხვავებით, ბოლნისის რაიონის გახსნა ჯერ არ იგეგმება და ის კვლავ მკაცრ საკარანტინო ზონად დარჩება. ინფიცირებულები ბოლნისის ორი სოფლიდან გეტადან და მუშევანიდან არიან.

15-ვე უკვე გამოვლენილ ინფიცირებულთა კონტაქტია. ჯერ ისევ იკვლევენ 45 ადამიანის მასალებს.

იცავდნენ თუ არა ტესტირებამდე იზოლაციის წესს ინფიცირებულები?