მე-12 დღეა, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლაბორატორიაში გაგზავნილი 250 ანალიზის პასუხიდან ყველა უარყოფითია. „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე, აჭარაში ვირუსი დაუდგინდა 71 პირს. მათგან 45 გამოჯანმრთელდა. ორი გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება 11 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებას, მედიკოსების თქმით, კიდევ ოთხი პირი უახლოეს პერიოდში დატოვებს. ისინი განმეორებითი კვლევის პასუხებს ელოდებიან.