COVID 19 - ვაქცინაციის დაწყების მოლოდინი 

ვაქცინა იგვიანებს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს განმარტებების გაკეთება უწევთ. ტიკარაძის უწყება საქართველოს მხრიდან რომელიმე კრიტერიუმის ვერ დაკმაყოფილებას ან დოკუმენტაციის არასწორად შევსებას გამორიცხავს და „კოვაქს პლატფორმის“ გუშინდელი განცხადების შემდეგ „კოვაქსიდან“ განმარტებებს ელოდება. „ფაიზერის“ დაპირებული ზოდების მიღების სავარაუდო თარიღად ამჯერად მარტის ბოლო სახელდება, ამ პერიოდში ვარაუდობენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასაც, რისთვისაც დღეს დამატებით კიდევ 600 000-მდე დოლარი გადაირიცხა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ „კოვაქსის“ გვერდის ავლით „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზების მისაღებად ინდოეთში წავიდა დავით ზალკალიანის მოადგილე, რომელმაც ბრიტანული ვაქცინის ინდოელ მწარმოებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკება უნდა გამართოს.

დატოვე კომენტარი