COVID 19 - შეზღუდვები და პროტესტი ევროპაში

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებმა მოიცვა.

კარანტინის მრავალთვიანი რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეები შემზღუდველი ზომების გაუქმებას მოითხოვენ. ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, ევროპა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშეა. ამ ფონზე მთავრობები საგანგებო ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ. ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას ევროპის ქვეყნებში მხოლოდ სამი თვის შემდეგ ვარაუდობენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი სასურველი ტემპით წარიმართება და მოქალაქეები ივლისისთვის პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებენ.