COVID-19 - შეზღუდვები ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებმაც კოვიდ-19-ზე აცრა ჩაიტარეს, შესაძლოა, ვირუსს ისევ ავრცელებდნენ და შემზღუდველ ზომებს უნდა დაემორჩილონ – ამის შესახებ ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, პროფესორმა ჯონათან ვანთამმა განაცხადა. გამოცემა „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მეცნიერებმა ვირუსის გადაცემაზე ვაქცინის ზეგავლენის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან. „არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა 100 პროცენტით ეფექტიანი. ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადასცეთ კოვიდ-19 სხვას და გადაცემის ჯაჭვები გაგრძელდება. – განაცხადა ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ.

დატოვე კომენტარი