COVID-19 - საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი  გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.  87 წლის ქალს, კოვიდ-19-თან ერთად, თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო 24 საათში, საქართველოში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  საიდანაც ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. განიკურნა ხუთი პაციენტი.  სპეციალისტების შეფასებით, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.  ვირუსის გავრცელების  კუთხით, ამ  დრომდე ცხელ წერტილებად რჩება სვანეთი და აჭარა.