COVID-19 - რეგულაციების გამკაცრება

დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით კონტროლი მკაცრდება,  რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, პირები გაფრთხილებას მიიღებენ, ხოლო თუ მაინც მოხდება დარღვევით ღონისძიების ჩატარება,  მათ  სანქცია დაეკისრებათ. ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი, 10 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.