COVID 19 - მსოფლიო პანდემია

მაჩვენებლები, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე სამ მილიონს გადააჭარბა. მათ შორის ერთ მილიონამდე ფაქტი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოვლენილი. თუმცა, ამერიკის ზოგიერთ შტატში ვითარების შედარებით დასტაბილურებაზე დაიწყეს საუბარი. დამაიმედებელი ტენდენცია ნარჩუნდება იტალიასა და ესპანეთშიც, რომლებიც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიუხედავად, იტალიაც და ესპანეთიც შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას სიფრთხილით ეკიდებიან.