COVID 19 - მკურნალობის მეთოდები 

სტატისტიკის ყოველდღიური გაუმჯობესების ფონზე „კოვიდ 19“-ის მკურნალობის ტაქტიკა კიდევ ერთხელ ხდება განხილვის საგანი.

ამჯერადაც მიზეზი პრეპარატი „პლაქვენილია“, რომელსაც არაერთი ქვეყნის მსგავსად საქართველოშიც მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებში იყენებენ. თუმცა, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ და ამ სტატიის საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ პრეპარატის ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. სოლიდარობის კვლევაში ჩართულ ოთხ პრეპერატს შორის „პლაქვენილი“ დროებით აღარ იქნება. შესაბამისად, საბოლოო დასკვნამდე მედიკამენტს აღარ გამოიყენებენ საქართველოშიც, რომელიც სოლიდარობის კვლევის მონაწილეა. გადაწყვეტილება არ გავრცელდება იმ პაციენტებზე, რომლებთანაც მითითებული წამლით მკურნალობა უკვე დაწყებულია.