COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა ზუგდიდში

კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა ზუგდიდში. კორონავირუსი დაუდასტურდა  მძღოლს, რომელიც რუხის კლინიკაში მკურნალობდა. ის არის 60 წლამდე მამაკაცი შიდა ქართლიდან, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. სპეციალისტებმა მოიკვლიეს მისი ორი კონტაქტი, რომელიც კარანტინში გადაიყვანეს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულია 292 ნიმუში, რომელთაგან 291 უარყოფითი, ერთი კი დადებითი პასუხია.