COVID-19-ის შემთხვევათა მსოფლიო სტატისტიკა

6 302-ს აღწევს ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში, გარდაცვლილია 77 ადამიანი.

რუსეთში ვირუსის 8 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ პირველი მაისის შემდეგ, ეს ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თურქეთში, ბოლო ერთ დღეში ვირუსით 32 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 4 308 ადამიანი გარდაიცვალა. 127 ახალი შემთხვევა აქვს აზერბაიჯანს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში, ვირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა, 107 კი გამოჯანმრთელდა.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს.

ბოლო ერთ დღეში, იტალიაში, ახალი ტიპის კორონავირუსით 119 ადამიანი დაიღუპა. უმჯობესდება სიტუაცია დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ასევე მცირდება.

ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა სულ უფრო იკლებს საფრანგეთშიც. ბოლო ერთ დღეში 47 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა.

შეერთებულ შტატებში კი, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 1 127 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში 97 000-ს გადაცდა.

დატოვე კომენტარი