COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში

ბოლო ერთ დღეში, მსოფლიოში კოვიდ-19-ის გამო 6 088 ადამიანი გარდაიცვალა. ისევ რთული ვითარებაა აშშ-ში, რუსეთში, ასევე ბრაზილიაში. ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში რესურსების ნაკლებობის ფონზე, დაავადების გავრცელების ტემპი სულ უფრო მატულობს. ევროპის წამყვანი ქვეყნები კი, პანდემიის გადავლის შემდეგ შეზღუდვებს არბილებენ და საზღვრების გახსნის სქემებზე ფიქრობენ. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ინფიცირებულთა მაღალი დღიური მაჩვენებლების მიუხედავად, ზომებს ამსუბუქებენ აშშ-შიც.