COVID-19-ის მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 42, 5 მილიონს აჭარბებს. ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი მილიონს გადასცდა. მდგომარეობა კვლავ რთულია ევროპაში, სადაც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ავსტრიასა და ლუქსემბურგში გასულ დღეს ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. კვლავ მძიმე სიტუაციაა ჩეხეთში, სადაც რეგიონის მასშტაბით, მდგომარეობა ბოლო დროს  ყველაზე მეტად გართულდა. შეერთებულ შტატებში, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 78 ათას 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 871 ადამიანი კი გარდაიცვალა.