Covid-19-ის მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევების რეკორდული მატებაა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში,  ინფიცირებულთა რიცხვი 400 ათასით  გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ვირუსის შემთხვევათა რიცხვი 39 485 409-ს აღწევს, მათ შორის მილიონ 106 ათას 519 ლეტალური აღმოჩდა. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რვა მილიონზე მეტი ინფიცირებულით მეორე ადგილზეა ინდოეთი, თითქმის შვიდ-ნახევარი მილიონი შემთხვევით; მესამე ადგილზე კი, ბრაზილიაა, სადაც კოვიდ-19 ხუთი მილიონ 200 ათას ადამიანს დაუდასტურდა.