COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

მსოფლიოში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 530 ათასს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით, ახალი ტიპის კოორნავირუსი 11 მილიონ 271 ათას ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან ექვსი მილიონი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები იმატებს ამერიკის უმეტესს შტატში. ფლორიდასა და ტეხასში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა. ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 1 091 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 37 923 ახალი ფაქტი.

30 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მექსიკაში.

დატოვე კომენტარი