COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის რეკორდული, 260 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსული ინფექციის ყველაზე დიდი ზრდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება.

ბოლო ერთ დღეში, ინფექციით 7 360 ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში, რაც 10 მაისის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. კოვიდინფიცირების შემთხვევებმა 14 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 600 000-ს გადააჭარბა.