COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 548 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა ოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა შეერთებულ შტატებში. ქვეყანას 131 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.

მილიონ შვიდასი ათასს აღემატება ინფიცირებულთა ოდენობა ბრაზილიაში, სადაც  გასული 24 საათის განმავლობაში 44 500-ზე მეტი  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 223 პაციენტი კი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, 9 ივლისის მდგომარეობით 67 964-ს შეადგენს.  750 ათასს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი ინდოეთში.  გარდაცვლილია 20 ათასი ადამიანი.

დატოვე კომენტარი