COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ცხრა მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვმა – 469 ათასს. პანდემიის ეპიცენტრი ისევ აშშ-ია, სადაც ვირუსს 120 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ქვეყანაა ბრაზილია, სადაც 50 000-ზე მეტი პირი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვით  – დიდი ბრიტანეთი, სადაც 47 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს ინდოეთში, ქვეყანაში ამჟამად 425 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. კოვიდ-19-ის 250 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული პერუში.