COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

რუსეთის დედაქალაქში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 8000-ის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათში,  მოსკოვში ვირუსს 32 პაციენტი ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელების ტემპმა მოიმატა თურქეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 1200-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს. გარდაიცვალა 22 ადამიანი. მომხდარის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ხელისუფლებამ ვირუსის ხელახლა გავრცელების პრევენცია სათანადოდ ვერ შეძლო. ვირუსის შემთხვევებმა იმატა აზერბაიჯანშიც, სადაც ბოლო 24 საათში 400-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. ხელისუფლებამ ქვეყნის რვა დიდ ქალაქში და მათ შორის ბაქოშიც, ორი დღის მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა დღეში მხოლოდ ორი საათი შეეძლებათ. ხელახლა დაიხურება რესტორნები და სილამაზის სალონები.

სომხეთშიც  ვითარება რთულია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს ემსხვერპლა 19 ადამიანი. გამოვლინდა 560 ახალი შემთხვევა.