COVID 19-ის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა 

საქართველოში პანდემიის მესამე ტალღა იწყება.

სამი თვის შემდეგ პირველად ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ოთხნიშნა მაჩვენებელს უახლოვდება. გამოვლენილია 900-მდე ახალი შემთხვევა, საიდანაც თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. ქვეყნის მასშტაბით 10 დიდი კლასტერია ჩამოყალიბებული, ათივე კლასტერი ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირდება. ცხელ კერებად რჩება კასპის, ოზურგეთის და ლანჩხუთის რამდენიმე სოფელი, სადაც მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 3.65%-ს შეადგენს. გადამწყვეტი იქნება შემდეგი ორი კვირა, თუ მომავალი ორი კვირის მაჩვენებელი 2 %-ს ასცდება, ცოტა ხნის წინ მოხსნილი შეზღუდვების თავიდან ამოქმედება გარდაუვალი იქნება.

დატოვე კომენტარი