COVID-19-ის გავრცელების არეალი

კოვიდინფიცირებისა და მსხვერპლთა რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილზე შეერთებულ შტატებია, სადაც კოვიდ-19 უკვე ექვს მილიონ 900 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 200 000-ზე მეტი კი დაიღუპა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ოთხ მილიონს აჭარბებს.

გასული 24 საათის განმავლობაში,ბრაზილიაში კოვიდ-19-ის 33 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა კიდევ 739 პაციენტი. 4 422 ახალი ფაქტი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, 27 პაციენტი კი, გარდაიცვალა. ახალი რეგულაციით, ინგლისში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 10 000 ფუნტ სტერლინგამდე იქნება. გართულებულია მდოგმარეობა საფრანგეთშიც, სადაც ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა – 13 500-მდე ახალი ფაქტი გამოვლინდა. გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით, ეს მონაცემი 300-მდე შემთხვევით მეტია. კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული, დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა ლიეტუვასა და სლოვაკეთშიც.