COVID-19-ის ათი ახალი შემთხვევა საქართველოში

12:21, 19.07.2020

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-19-ის 1028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი. სულ 899  პაციენტი განიკურნა.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228.

მოამბე

მსგავსი