COVID-19-ის ახალი შემთხვევები ზუგდიდში

COVID-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდში. მათგან სამი, ინფიცირებული მძღოლის ახლო ნათესავია. მეოთხე პაციენტს კი, რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი კონტაქტები უკვე მოძიებულია. ოთხივე  საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ამჟამად ყველა რუხის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი