COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 825 ათასს აჭარბებს.  დაავადებით 24 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან თითქმის 16 მილიონი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა ინდოეთში, სადაც ვირუსი 75 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი ბრაზილიასა და აშშ-ში.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – თურქეთში ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 1312 ადამიანს, 20 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში გამოვლინდა 148 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 203 შემთხვევა დაარეგისტრირეს, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. რუსეთში კი ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი121-ით  გაიზარდა. გამოვლინდა 4700-ზე ინფიცირების  მეტი შემთხვევა.