COVID-19 - გარდაბანში კონტროლი გამკაცრდა

გარდაბანში კონტროლი გამკაცრდა, თუმცა მუნიციპალიტეტის  ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. გამოვლინდა კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა. რთულია ვითარება რამდენიმე სოფელში, სადაც სამართლდამცველები და სპეციალისტები არიან მობილიზებულები, მიმდინარეობს ადგილობრივების თერმოსკრინინგი და სამედიცინო შემოწმება.