COVID 19 - ევროპაში კოვიდ-რეგულაციები გამკაცრდა

იმედისმომცემი ინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლაში.

მთელი მსოფლიო ახლა განსაკუთრებული ინტერესით ელოდება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პირველი ანტივირუსული პრეპარატის შედეგებს. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა ხდება, სადაც „მულნოპირავირი“ გამოსაყენებლად უკვე დამტკიცდა. ეს არის რამდენიმე ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი წამალი, რომელიც გართულების და სიკვდილიანობის რისკებს მკვეთრად ამცირებს. პირველ ეტაპზე გაერთიანებული სამეფო მას ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში გამოიყენებს. პარალელურად მთელ მსოფლიოს ვირუსის ახალი ტალღა უტევს. განსაკუთრებით გართულებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროპაში. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მწვანე საშვებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.