COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება

ეპიდემიოლოგებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შესაძლებლად მიაჩნიათ, თუმცა, გარკვეული პირობებით. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა – სავარაუდოდ, იგულისხმება საგანგებო მდგომარეობის შემდგომი პერიოდი. პირველ ეტაპზე საუბარია ტრანსპორტში მგზავრთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნაზე და პირბადეების გამოყენებაზე. რაც შეეხება სასწავლო სეზონს, სექტემბერში სწავლის კიდევ ერთხელ გადადება არ განიხილება, თუმცა ვაქცინის ან სამკურნალო პრეპარატის არარსებობის შემთხვევაში, ზამთარში ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის ახალ ტალღას არ გამორიცხავენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ზაფხულსა და შემოდგომაზე სიტუაციის შედარებით დამშვიდებას პროგნოზირებენ, მაგრამ რისკების მატების შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვების თავიდან ამოქმედებასაც არ გამორიცხავენ. ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და ხათუნა ზახაშვილმა, მოსახლეობის კითხვებს ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში უპასუხეს. თუ დღეს არსებული დინამიკა შენარჩუნდება, 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოსალოდნელია.

ანა ბროლაძემ მოუსმინა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს.