COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ინფიცირებულთა საგრძნობი მატებაა დღესაც. 23 ახალი შემთხვევიდან, სამი ინფიცირებულის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელი რჩება. ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ყოველდღიურ მაჩვენებლებს საგანგაშო ნიშნულისთვის ჯერ არ მიუღწევია. ეპიდემიოლოგები სიტუაციას კონტროლირებად, თუმცა საყურადღებოდ მიიჩნევენ. გარკვეული სიახლეებია სამკურნალო მეთოდიკაშიც. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატის აღმოსაჩენად, საქართველო სოლიდარობის კვლევაში მონაწილეობას. კვლევისთვის შერჩეული წამლების სამ მძიმე პაციენტზე გამოყენება უკვე დაიწყო.