COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ზუგდიდში 11, ორი შემთხვევაა ხობში, ერთი – ჩხოროწყუში, 10 შემთხვევა – სენაკში, ორი კი – ფოთში. რეგიონის მასშტაბით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ინფიცირების უცნობი წყაროებისა და კონტაქტების დასადგენად.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი, 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 11 პირი.