COVID-19 - დაწესებული რეგულაციების კონტროლი

მეორე დღეა მკაცრი კონტოროლის ფონზე უწევთ მუშაობა სავაჭრო ობიეტქებს. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ მოლების ადმისტრაცია რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს. ბექა ფერაძის თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, სავაჭრო ცენტრების საქმიანობისას არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა, თუმცა იყო მცირე ხარვეზები, რის გამოც, პირველ ეტაპზე მსოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გაიცა. შრომის ინსპექცია მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.

მოამბე