ცოტნე გამსახურდიას საქმე

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. მისი თქმით, საქმის მასალებს გაეცნო, რომლითაც ბრალდებულების ვერსია ბათილდება, თითქოს კონფლიქტის ინიციატორი გამსახურდია იყო. პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრის ფაქტზე, თავდაპირველად სამართალდამცველებმა ხუთი პირი აიყვანეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის ბრალდებით დაკავებულებს,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯეს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი, საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი