ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ორი ოპერაციის შემდეგ ისევ მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ დრომდე ეძებენ პირს, ან პირებს, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღის გარდა დამნაშავეებმა გამსახურდიას დაზიანებები ცივი იარაღითაც მიაყენეს. დაჭრილის მეუღლის ვარაუდით, თავდამსხმელები ცოტნე გამსახურდიას სახლის წინ ელოდებოდნენ. დანაშაულის მოტივი უცნობია. ვერსიებს შორის სახელდება შურისძიება და დაზარალებულის კერძო საქმიანობა.