ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა – გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2 000 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ასევე მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ოთხი პირიც. პოლიციამ გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.