ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების ვაქცინაცია ჩატარდა მრგვალ ბაღში. ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ შესაბამის ტერიტორიებზე, დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ აცრან ცხოველები. ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით, 2007 წელს დაწესდა და საქართველოში 2013 წლიდან აღინიშნება.