ცოფის შემთხვევები თბილისში 

მოქალაქეებს შინაური ცხოველების სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ბოლო დღეებში თბილისში ძაღლების ცოფით დაინფიცირების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ორივე ოთხფეხა სახლში იზრდებოდა. ვირუსისგან ადამიანების დასაცავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების პატრონებს ანტირაბიული ვაქცინაციის კალენდრის მკაცრად დაცვას ურჩევს.

მანანა დევაძე არკვევდა, გაზრდილია თუ არა შინაურ ცხოველებში ცოფის გავრცელების მაჩვენებელი და რა პრევენციულ ზომებს იღებენ შესაბამისი უწყებები.