ცოფის შემთხვევები სამეგრელოსა და ქვემო ქართლში

21:35, 16.04.2026

ძაღლი, რომელსაც ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა მკვდარია.

სოფელ ბანძაში კარანტინი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ მწვავე ინფექციის მატარებელმა ცხოველმა სოფელში სამი ადამიანი დაკბინა, ადგილზე ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. გრძელდება დაშავებულების ვაქცინაცია, ინფექციის მქონე ცხოველთან შემხებლობაში მყოფი 20 ძაღლი კი თავშესაფარში, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. სურსათის ეროვნული სააგენტო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ყველა ადგილობრივს, ვისაც მიუსაფარ ცხოველთან კონტაქტი ჰქონდა. აპრილის თვეში ეს ცოფის დადასტურების უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ წალკაში ცოფით დაავადებული მელა ოთხმა მიუსაფარმა ძაღლმა დაგლიჯა.

მსგავსი