ცოფის შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. – ნათქვამია სეს-ოს განცხადებაში.