ცოდნის საერთაშორისო ფორუმი

საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ერევანში, ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მინისტრმა, ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომუშავე კომისიამ შეიმუშავა.  ფორუმზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“, რომლის ფარგლებშიც – გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემისა და სამეცნიერო კვლევების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა.