საქართველოში ლაზური ნავის, იგივე ფელუკას ერთადერთ ოსტატს, 72 წლის მირიან ნუმანიშვილს „ცოცხალი საუნჯის“ საპატიო სტატუსი მიენიჭა. „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის სიგელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადასცეს. „კაცობრიობის ცოცხალი საგანძურის“ სტატუსს UNESCO ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე ადამიანებს ანიჭებს. საქართველოში ამ სტატუსს „ცოცხალი საუნჯე“ ეწოდა და აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანი, ფარდაგების ოსტატი, მარიამ ჟუჟუნაძე ფლობდა.