„ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“

15:36, 22.10.2026

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026“ გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO ყოველწლიურად აღნიშნავს. „ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები“ 22-24 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ტექსტილია. გაიმართება მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. კონფერენციებში ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.

მსგავსი