ცნობილია თუ არა დიდუბის ბაზრობაზე დასაქმებული ქალის ინფიცირების წყარო და ჰყავთ თუ არა საქართველოში კონტაქტები სომხეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს

ეპიდემიოლოგები ახლაც ცდილობენ დაადგინონ, რა ვითარებაში დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით დიდუბის ბაზრის მოვაჭრე.

63 წლის ქალის სამი კონტაქტი კარანტინშია გადაყვანილი. პაციენტი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადანაა, თუმცა წინასწარი ვერსიით, სოფელში ის უკვე დაინფიცირებული ჩავიდა. ეპიდკვლევის შედეგებზეა დამოკიდებული, შეიცვლის თუ არა კახეთი ყველაზე უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონის სტატუსს. დღეს ქვეყნის მასშტაბით დაავადებულთა რაოდენობა მხოლოდ სამით გაიზარდა. ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი და სარისკო ეტაპი – პირველ ივლისს ქვეყანა სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ საზღვრებს ხსნის.