ცნობიერების ამაღლების კვირეული

ყრუ და უსინათლო პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირში ღონისძიება გაიმართა.

დაგეგმილ აქტივობებს შორის იყო: ფილმის ჩვენება, პროექტის ფარგლებში მომზადებული თარჯიმან-მეგზურებისთვის სერტიფიკატების, ბენეფიციარებისთვის თეთრი ხელჯოხების გადაცემა და სხვა. 21-იდან 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოში, უკვე მესამედ აღინიშნება ყრუ და უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეული, რაც ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, კარგი შესაძლებლობაა თემის ცნობადობის ზრდისა და მათი საჭიროებების წინ წამოწევისთვის.