ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად, დღის განმავლობაში წაუყენებენ. საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული, გამოძიებით ერთ პირს განზრახ მკვლელობა, კიდევ შვიდ დაკავებულს კი ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი დღის წინ მოხდა. დაბადების დღეზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად 20 წლის მირიან კუკავა გარდაიცვალა.