ცხრა საუკუნის ჭადარი გადარჩენის მოლოდინში

21:30, 27.09.2026

მრავალსაუკუნოვანი ჭადარი თელავის გამორჩეული ბუნებრივი ძეგლი და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ერეკლე მეორის მოედანზე მდგარი ხე უკვე ცხრა საუკუნეა, კახეთის ისტორიის მოწმეა. ხანდაზმულ ჭადარს წლების განმავლობაში მუდმივი მონიტორინგი და პერიოდული მოვლა-პატრონობა სჭირდება. სპეციალისტების შეფასებით, მის გადასარჩენად და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კომპლექსური, გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, ვინაიდან დაზიანებულია როგორც ხის მერქანი, ისე მისი ფოთლოვანი საფარი.

რა გეგმა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და როგორია სპეციალისტების პროგნოზი.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი