ცხრა რეკომენდაციის შესრულების გეგმა

შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მუშაობას, ჯერ ისევ გაურკვეველია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მმართველ გუნდთან ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას აცხადებს. პარტია „ლელოში“ ამბობენ, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმის რეფორმების ნაწილი მათ პარტიას კანონპროექტების სახით პარლამენტში ინიცირებული აქვთ, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ ინიციატივებს არ იხილავს. მმართველ გუნდში სამუშაო პროცესში ოპოზიციის კონსტრუქციულ ჩართულობას მიესალმებიან, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საკითხის მიმართ მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი.