ცხრა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შესაძლოა ხუთი წლით შეჩერდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ცხრა თანაგუნდელის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. კანონპროექტის ავტორები ის დეპუტატები არიან, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას პირველივე დღიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, 2025 წლამდე დარჩენილი პერიოდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მასშტაბურ რეფორმირებას უნდა დაეთმოს. პარლამენტისგან განსხვავებით, კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს იუსტიციის საბჭოდან მწვავე რეაქციებით ხვდებიან.